Belive

რობინ ვან პერსი ფეიენოორდში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. როტერდამის "ფეიენოორდში" 37 წლის ნიდერლანდელი სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ვან პერსის როლი სპეციფიკურად განსაზღვრული არ იქნება, თუმცა ის გუნდის ვარჯიშებისას თავდასხმის ხაზის უკეთ მომზადებაში შეიტანს წვლილს. ის გუნდში დაბრუნებულმა ვეტერანმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა უშუალოდ მიიწვია. "ეს არ იქნება ოფიციალური თანამდებობა და ამიტომაც მისთვის კონკრეტული სახელის მინიჭება მიჭირს. მე არ ვიქნები თავდამსხმელების მწვრთნელი, უბრალოდ შევეცდები, რომ მათ ზოგიერთი კომპონენტი გააუმჯობესონ", - თქვა ვან პერსიმ. "არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "ფენერბახჩეს" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კარიერა სწორედ "ფეიენოორდში" დაიწყო და დაასრულა. ამ კლუბის მაისურით მან 121 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და ნიდერლანდების თასი, სუპერთასი და უეფას თასი მოიგო.

სხვა სტატიები