Belive

ვან პერსიმ 5 ფავორიტი მანჩესტერელი თანაგუნდელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რობინ ვან პერსი მანჩესტერ "იუნაიტედში" 2012 წელს გადავიდა. ჰოლანდიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ "არსენალმა" 24 მილიონი ევრო მიიღო. "წითელი ეშმაკების" ყოფილმა წევრმა, 5 ფავორიტი მანჩესტერელი თანაგუნდელი დაასახელა. "არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ყველა მათგანი საკუთარ სტილით იყო შთამბეჭდავი. ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა გამოხატავდეს საკუთარ თავს და ეს მოთამაშეები სწორედ ამიტომ იყვნენ ძლიერები - ისინი აჩვენებდნენ ყველას თავის ბუნებას.
"ნემანია ვიდიჩი მებრძოლი იყო. თავს ისეთ სიტუაციაში იგდებდა ხოლმე, რაც ძალიან სახიფათო იყო. სერბი მოსაგებად ყველაფერს აკეთებდა. ფერდინანდი უფრო ელეგანტური მოთამაშე იყო. ის კომფორტულად გრძნობდა თავს ბურთთან. რიო შესანიშნავი იყო საჰაერო ორთაბრძოლებსა და გრძელ პასებში. რუნი ასევე შთამბეჭდავი იყო თავის სტილში. ეს ბიჭი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

და პატრის ევრა, რომელიც ყოველთბის ხმამაღლა ლაპარაკობდა იმისთვის, რომ გუნდში თავდაჯერება დაემკვიდრებინა. ვიცი, რომ ის ახლა სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ევრა ასეთია. პატრისი სუპერ პროფესიონალი და ინტელიგენტია." ფრანგი 5 ენაზე საუბრობს - კორეულადაც კი. მისი აღნაგობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი პროფესიონალია. ევრას გონება ისეთივე ძლიერია, როგორც მისი სხეული," - თქვა ვან პერსიმ.

ასევე იხილეთ: ევრა: “ნება მომეცით, გითხრათ – რატომ მიყვარს ეს თამაში”

 

სხვა სტატიები