Belive

ვან პერსის ფანტასტიკური გოლი და გაძევება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრაში, "ფეინოორდი" "ვიტესს" დაუპირისპირდა. როტერდამში, "დე კუიპზე" შეკრებილი პუბლიკა, "ფეინოორდის" მხრიდან შესანიშნავი ქამბექის მომსწრე გახდა. დრამატული მატჩი "ფეინოორდის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი როტერდამელთა ლეგენდა, რობინ ვან პერსი გახდა, რომელმაც 88-ე წუთზე  "ვიტესის" კარი ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმით აიღო. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანიდან ზუსტად 2 წუთში, რობინ ვან პერსიმ მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

სხვა სტატიები