Belive

ვანდა ნარა: "ლუკაკუ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურებს, ინტერის ბოლო ფორვარდმა კი 150 გოლი გაიტანა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" თავდამსხმელის მაურო იკარდის მეუღლემ ვანდა ნარამ მისი მეუღლე და მილანის "ინტერის" ამჟამინდელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ერთმანეთს შეადარა. "ლუკაკუ უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მაურო? კი, როგორ არა, სწორედ ამიტომაც ვუყურებთ მას დიდ მატჩებში. მას ჩემპიონთა ლიგაში გოლი არ აქვს გატანილი, ფლეი-ოფებს კი ტელევიზორში უნდა უყუროს. "ინტერის" ბოლო "ცხრიანმა" კლუბისთვის 150-ზე მეტი გოლი გაიტანა. ლუკაკუ გააკრიტიკეს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. მე "ინტერის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვერ მოვითმენ ამ გუნდის ყოფილი თავდამსხმელის უპატივცემულობას. მანახეთ ფორვარდი, რომელიც "ნერაძურიში" 150 გოლს გაიტანს",-ამბობს ვანდა ნარა. 26 წლის თავდამსხმელი იტალიური კლუბიდან საფრანგეთის ჩემპიონატში იჯარის წესით გაუშვეს, თუმცა სავარაუდოდ პარიზელები მას მალე გამოისყიდიან. ამ სეზონში მან "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 18 მატჩში 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები