Belive

ვარანი სამეფო კლუბის დატოვების საფრთხის წინაშე დგას

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიაგამოცემა Marca იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ რაფაელ ვარანი მადრიდის "რეალთან" განახლებულ კონტრაქტზე არ დათანხმდება, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მას ტრანსფერზე დააყენებენ. ვარანს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისით გუნდებს შემოსავალი შეუმცირდათ, იცვლება სახელფასო პოლიტიკაც, რაც თითოეული ფეხბურთელისთვის ხელფასის შემცირებას გულისხმობს. კლუბის განცხადებით მათთვის პრიორიტეტული ვარანის კლუბში შენარჩუნებაა, თუმცა თუ ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტის ახალ პირობებზე თანხმობას არ განაცხადებს, ის კლუბს დატოვებს. ზაფხულში ვარანი 27 წლის იქნება, რაც თავის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელისთვის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ასაკია, ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს იმას, რომ ტრანსფერზე დაყენების შემთხვევაში ფრანგ ფეხბურთელს საკმაოდ ბევრი მსურველი ეყოლება. ვარანის მთავარ შემცვლელად დავიდ ალაბა მოიაზრება, მის შესახებ უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაციები, რომ გერმანული გრანდის დატოვებას აპირებს, "რეალი" კი თითოეული ფეხბურთელისთვის საოცნება და სასურველი შეთავაზებაა. ფრანგი მცველი 2011 წლიდან "რეალში" ირიცხება, ამ პერიოდში მან 346 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები