Belive

ვარანმა პოგბასა და აზარის რეალში შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო განცხადება გაააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, რაფაელ ვარანმა პოლ პოგბასა და ედენ აზარის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანგ და ბელგიელ ფეხბურთელებს მოახლოვებული სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბლანკოსთან" აქტიურად აკავშირებენ. "ვერ ვიტყვი თუ რა საუბარი მქონდა პოგბასთან, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი დონის მოთამაშეებისთვის მადრიდში ადგილი ყოველთვის არის. "რეალში" ძალიან დიდი კონკურენცია, გამოწვევები და შესაძლებლობებია. პოლის ირგვლივ ძალიან დიდი ხმაურია და აგვისტოში გავიგებთ, თუ სად იქნება ის. იგივეს თქმა შემიძლია ედენ აზარის შესახებაც. ბელგიელს კარიერის ადრეულ ასაკშიც ვაკვირდებოდი. ედენი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ "ჩელსის" ლიდერი ამჟამად თავის კარიერაში საუკეთესო ფორმაშია," - განაცხადა რაფაელ ვარანმა.

სხვა სტატიები