Belive

ვარანს რეალის დატოვება სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა, შესაძლოა, მადრიდული კლუბი დატოვოს. ესპანური პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელს სხვა ქვეყნის ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. ვარანის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. ფრანგს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში ვარანმა 24 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ერთი წითელი ბარათიც მიიღო.

სხვა სტატიები