Belive

ვარდის შესანიშნავი სტატისტიკა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯეიმი ვარდი შესანიშნავ ფორმაშია და "ლესტერს" კიდევ ერთი სენსასციისკენ წარმატებულად მიუძღვება. ბრენდან როჯერსის მეთაურობით "მელიები" პრემიერლიგაში მეორე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას უმიზნებენ, თავად ინგლისელ თავდამსხმელს კი უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. საინტერესოა, რომ ვარდიმ ამ სეზონში მეტოქეთა კარის მიმართულებით 25-ჯერ დაარტყა, აქედან ზუსტი 16 აღმოჩნდა, გოლად კი 11 იქცა. რამდენიმე დღის წინ, 32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. 

სხვა სტატიები