Belive

ვარჯიშზე მისულმა ფერგიუსონმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი რამდენიმე დღის წინ კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. "ეს გუნდი ძალიან მალე კვლავ დიდებული და წარმატებული გახდება. მე მჯერა თქვენი და მსურს ისე ითამაშოთ, რომ საკუთარი თავისგან სიამოვნება მიიღოთ. იბრძოლეთ ერთმანეთისთვის და ყველაფერი დადეთ მოედანზე. მანჩესტერი საიმედო ხელშია და გპირდებით, მომავალ წლებში ის უფრო დიდი და წარმატებული გახდება, თქვენ კი ამის ნაწილი იქნებით" - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" 1986 წლიდან 2013 წლამდე წვრთნიდა და კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი სწორედ მისი ყოფილი შეგირდია, დღევანდელი შემადგენლობიდან კი, ვისაც ფერგიუსონმა სიტყვით მიმართა მის გუნდში დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ეშლი იანგი თამაშობდნენ. სამწვრთნელო შტაბში კი, სოლსკიაერის გარდა, ფერგის კიდევ ერთი შეგირდი მაიკლ კერიკი მუშაობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე კი, შოტლანდიელის ყოფილი თანაშემწე, მაიკ ფელანი მოღვაწეობს.

სხვა სტატიები