Belive

ვარსკვლავები, რომელთა გაყიდვითაც პორტომ კოლოსალური თანხა გამოიმუშავა

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პორტუგალიური "პორტო" თავისი სკაუტებით გამოირჩევა. გუნდს ვარსკვლავები იაფად ყავს შეძენილი და შემდეგ ძვირად გაყიდული.

#1 რადამელ ფალკაო

პორტუგალიელებმა რადამელ ფალკაო 2009 წელს "რივერ პლეიტიდან" მხოლოდ 5 მილიონ ევროდ შეიძინეს. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა 87 შეხვედრაში 72 ბურთი გაიტანა. 2011 წელს კი მადრიდის "ატლეტიკოში" პორტუგალიელებმა ის 40 მილიონ ევროდ გაყიდეს. ამ ტრანსფერით "პორტომ" 35 მილიონი ევრო მოიგო.

#2 ჰალკი

ბრაზილიელი შემტევი, ჰალკი პორტუგალიაში 2008 წელს "ტოკიო ვერდიდან" გადავიდა. "პორტოში" 2012 წლამდე ითამაშა და ამ პერიოდში 170 თამაშში 77 ბურთის გატანა შეძლო. "პორტოდან" "ზენიტში" გადავიდა. პორტუგალიელებმა ჰალკში 5 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო რუსეთში 40 მილიონ ევროდ წავიდა. ფალკაოს მსგავსად, "პორტომ" მასში 35 მილიონი ევრო მოიგო.

#3 ხამეს როდრიგესი

კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი "პორტოში" 2010-13 წლებში თამაშობდა. პორტუგალიელებმა ის "ბენფილდიდან" შეიძინეს. მასში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. "პორტოდან" ის "მონაკოში" გადავიდა. ფრანგებმა მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადეს. გამოდის, რომ "პორტომ" ხამესის ტრანსფერით 38 მილიონი ევრო მოიგო.

#4 ჯეკსონ მარტინესი

კიდევ ერთი კოლუმბიელი შემტევი, რომელიც პორტუგალიაში 2012 წელს გადავიდა და 2015 წლამდე ითამაშა. ამ პერიოდში 143 მატჩი ჩაატარა და 94 ბურთი გაიტანა. მასში "პორტომ" 9 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი გაყიდვა გუნდმა "ატლეტიკოში" გადაწყვიტა. მადრიდელებმა ის 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. გამოდის, რომ "პორტომ" მარტინესის ტრანსფერში 28 მილიონი ევრო მოიგო.

#5 დანილო

ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, რომელიც "პორტოში" 2012 წელს "სანტოსიდან" გადავიდა. პორტუგალიელებმა მასში 13 მილიონი ევრო გადაიხადეს. 2015 წელს  კი დანილო "რეალის" ფეხბურთელი გახდა. "სამეფო კუბში" ბრაზილიელი 31.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდა. მისი ტრანსფერით "პორტომ" 18.5 მილიონი ევრო მოიგო.

#6 ელიაკიმ მანგალა

ფრანგი მცველი, ელიაკიმ მანგალა "პორტოს" მოთამაშე 2011 წელს გახდა. ის პორტუგალიაში "სტანდარდიდან" ჩავიდა. "პორტოს" ხელმძღვანელებმა ფრანგში მხოლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. 2014 წელს ის "მანჩესტერ სიტიში" წავიდა. ინგლისელებმა ის 30.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მანგალაში "პორტომ" 23.5 მილიონი ევრო მოიგო.

#7 ალექს სანდრო

კიდევე ერთი ბრაზილიელი მარცხენა მცველი, რომელიც დღეს თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ალექს სანდრო "იუვენტუსის" ფეხბურთელია. ტურინულ გრანდამდე ის "პორტოს" ღირსებას იცავდა. პორტუგალიელებმა მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. "იუვენტუსმა" კი სანდრო 26 მილიონ ევროდ შეიძინა. ალექს სანდროს ტრანსფერით პორტუგალიელებმა 16 მილიონი ევრო მოიგეს.

#8 რიკარდო პერეირა

პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც "პორტოში" 2013-18 წლებში თამაშობდა. მასში პორტუგალიელებმა მხოლოდ და მხოლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. 2018 წელს ის "ლესტერში" წავიდა. პერეირაში ინგლისელებმა 22 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "პორტომ" მისი ტრანსფერით 20.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
  ამრიგად, გამოდის რომ ამ 8 ფეხბურთელში "პორტომ" დახარჯა 57.5 მილიონი ევრო, ხოლო მათი გაყიდვით მიღებულმა თანხამ 272 მილიონი ევრო შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ პორტუგალიელებს სუფთა მოგება 214.5 მილიონი ევრო დარჩათ.

სხვა სტატიები