Belive

ვარსკვლავები, რომელთაც ელ კლასიკოზე მოწინააღმდეგე გუნდის ფანები ოვაციებით დახვდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
18 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართება. ლა ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება. "ელ კლასიკოს" ისტორიაში არაერთი განსაკუთრებული მატჩი გამართულა, რომელშიც ისეთმა სახელოვანმა ვარსკვლავებმაა მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, მარადონა, ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა და სხვა. მიუხედავად არაერთი სახელოვანი ვარსკვლავის ასპარეზობისა - "ელ კლასიკოს" ისტორიაში მხოლოდ 4 ფეხბურთელს დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარი ოვაციებით. რონალდინიო - "ბარსელონა" - 2005 
690
შესაძლოა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. 2005 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" რონალდინიომ "რეალი" პრაქტიკულად მარტომ დაამარცხა და მატჩი მის ბენეფისად იქცა. მატჩის მეორე ტაიმში, რონალდინიომ "რეალს" ორი ულამაზესი გოლი გაუტანა. ანდრეს ინიესტა - "ბარსელონა" - 2015 
ანდრეს ინიესტამ ოვაციები მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩის გამო არ დაიმსახურა. "რეალის" გულშემატკივრებმა ინიესტას "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში მხურვალე ოვაციები მიუძღვნეს. ლარი კანინგემი - "რეალი" - 1980
ლარი კანინგემი "ბლანკოსის" ერთადერთი ვარსკვლავია, რომელსაც "კამპ ნოუზე" შეკრებილმა პუბლიკამ ოვაციები მიუძღვნა. 1980 წელს, კანინგემმა კატალონიური გრანდის გულშემატკივრები ბრწყინვალე პერფორმანსით აღაფრთოვანა. დიეგო მარადონა - "ბარსელონა" - 1983 
მას შემდეგ, რაც მარადონამ მოედნის ცენტრიდან ბრწყინვალე სოლო რეიდი განახორციელა და ბურთი "რეალის" კარის ბადეში მოათავსა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა მას მხურვალე ოვაციებით მიეგება.

სხვა სტატიები