Belive

ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. Instagram-ზე განთავსებული პოსტებით კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავრებულ ერთ პოსტში $889.000 გამოიმუშავებს. მეორე და მესამე ადგილს ასევე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იკავებენ. ნეიმარი $704.000 გამოიმუშავებს, ლეო მესი კი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $695.000 იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა ათეულში - 8 ფეხბურთელი, 1 კალათბურთელი და 1 კრიკეტის მოთამაშე მოხვდა. ათეულს მიღმა დარჩნენ კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი. UFC-ის სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $170.000 იღებს. მეივეზერის შემოსავალი კი $108.800 შეადგენს.
  1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - $889.000
  2. ნეიმარი (ფეხბურთი) - $704.000 
  3. ლეო მესი (ფეხბურთი) - $695.000
  4. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) - $339.000
  5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - $307.000
  6. ვირატ კოლი (კრიკეტი) - $296.000
  7. რონალდინიო (ფეხბურთი) - $238.000
  8. გარეთ ბეილი (ფეხბურთი) - $200.000
  9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთი) - $200.000
  10. მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი) - $180.000

სხვა სტატიები