ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ

ყველა ფეხბურთელს თავისი დამახასიათებელი ნიშანთვისება აქვს. ზოგი ძალიან ტექნიკურია, ზოგიც კი უხეში.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც წითელი ბარათის რაოდენობით გამოირჩევიან. მაგალითად სერხიო რამოსი. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს, რომლებიც მინდვრიდან არასდროს გაუძევებიათ.

1) ანდრეს ინიესტა – ესპანელ ლეგენდას დღემდე კარიერაში 717 თამაში აქვს ჩატარებული და ანდრესი მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. ინიესტა იმ უიშვიათესი ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყველა სტადიონზე უყვართ.

ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ 1

2) რაიან გიგზი – უელსელი ფეხბურთელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მყარი ხასიათით და ნერვებით. ხშირად გვინახავს რაიანი კონფლიქტურ სიტუაციაში, მაგრამ თავს ყოველთვის აკონტროლებდა. გიგზს კარიერაში 963 თამაში აქვს ჩატარებული და არასდროს მიუღია წითელი ბარათი.

ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ 2

3) რაულ გონსალეს ბლანკო – “თეთრზე თეთრი ლეგენდა” – იგივე რაული. მრავალი წლის განმავლობაში “ბლანკოსის” კაპიტანი. ესპანელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მშვიდი ხასიათით და ელეგანტურობით. ინიესტას მსგავსად, რაულიც თითქმის ყველა სტადიონზე უყვართ. მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს კარიერაში 932 თამაში აქვს ჩატარებული და მინდვრიდან არასდროს გაძევებულა.

ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ 3

4) ფილიპ ლამი – მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი იმ გერმანელის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც რბილი ხასიათით გამოირჩევა. ლამი, სტადიონზე ყოველთვის ცდილობდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ეს სიმშვიდე რაღაცნაირად თანაგუნდელებზეც გადადიოდა ხოლმე. გერმანელს კარიერაში 652 მატჩი აქვს გამართული და წითელი ბარათი არასდროს მიუღია.

ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ 4

(421)

ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ

სტატიის ავტორი
-