Belive

ვასილ კიკნაძე მოსკოვის ლოკომოტივის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვის "ლოკომოტივის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გუნდს ვასილ კიკნაძის სახით, ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. 56 წლის კიკნაძე წარმოშობით ქართველი, თუმცა რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და კომენტატორია.

გთავაზობთ "ლოკომოტივის" განცხადებას

"ძვირფასო გულშემატკივრებო! საფეხბურთო გუნდ "ლოკომოტივის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის პოსტს ილია გერკუსი ტოვებს. დირექტორთა საბჭო დიდ მადლობას უხდის გერკუსს რუსეთის ჩემპიონატისა და რუსეთის თასის მოგებაში შეტანილი წვლილისათვის. ასევე, გუნდი მადლიერია გერკუსის მიერ გამოვლენილი პროფესიონალური მიდგომისთვის, რის შედეგადაც გულშემატკივართან ურთიერთობის სისტემა და "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემია კარდინალურად შეიცვალა. ასევე გატყობინებთ, რომ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გუნდის განვითარება დღეიდან ახალ გენერალურ დირექტორს - ვასილ კიკნაძეს დაევალება, რომელიც 2013 წლიდან დირექტორთა საბჭოშია წარმოდგენილი.    

სხვა სტატიები