Belive

ვასკესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა | ესპანელს ანჩელოტიც ენდობა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად გუნდები საკუთარი შემადგენლობის გადახალისებასა და გაძლიერებას შეუდგნენ, რაც თავის მხრივ ძლიერი ფეხბურთელების შენარჩუნებასაც გულისხმობს. მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუკას ვასკესმა ახალ კონტრაქს მოაწერა ხელი, რაც ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან 2024 წლამდე თანამშრომლობას მოიცავს. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას რომ ვასკესის ირგვლივ აგორებული ყველანაირი ჭორი დასრულებულია. როგორც ცნობილია ვასკესმა შეთავაზებები არაერთი გრანდისგან მიიღო, მათ შორის იყო მიუნხენის "ბაიერნი", თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი "ბლანკოსის" რიგებში დარჩენა იყო. ვასკესსა და "რეალს" შორის დადებული ახალი კონტრაქტით კმაყოფილია კლუბის ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტიც, რომელიც ვასკესს სრულ ნდობას უცხადებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ვასკესმა "რეალის" მთავარ გუნდში 240 მატჩი ჩაატარა, სადაც 26 გოლის გაიტანა და 54 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები