Belive

ვატო არველაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვატო არველაძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა. 22 წლის ფეხბურთელი ყოფილ კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შეუერთდა და წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა თავდამსხმელი 2018 წლის 1 ივლისს პოლონურ "კორონაში" ჩაირიცხა, 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სწორედ "კორონაში" ყოფნის დროს ითამაშა ვატომ საქართველოს მთავარ ნაკრებში და გიბრალტარის კარში პენალტის გატანაც მოახერხა. მიმდინარე წლის 5 მაისს, ვატომ ექსტრაკლასას ბინადარ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. არველაძე "რკინიგზელების" მაისურით 2015-18 წლებში თამაშობდა და 37 მატჩში 8 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის მოგროვება შეძლო.

სხვა სტატიები