Belive

ვატო არველაძით სელტიკი ინტერესდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოტლანდიის ჩემპიონმა, გლაზგოს "სელტიკმა" პოლონურ კლუბთან, "კორონასთან" პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შოტლანდიური მედიის ინფორმაციით, პოლონური კლუბის ახალგაზრდა ტალანტებს შანსი მიეცემათ, შოტლანდიური გრანდის რიგებში ივარჯიშონ. გამორჩეული ტალანტები კი "სელტიკის" მოთამაშეები გახდებიან. შოტლანდიელები "კორონას" მთავარ ტალანტად ვატო არველაძეს მიიჩნევენ.
"გერმანიაში დაბადებული თავდამსხმელი უდავოდ კორონას ყველაზე იმედისმომცემი ტალანტია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 ბურთი გაიტანა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მის ინტერესებს გავლენიანი აგენტი მინო რაიოლა წარმოადგენს. სელტიკის გულშემატკივრებს, მისი უნიკალური გვარი ეცნობათ. ვატოს ბიძამ, შოთა არველაძემ რეინჯერსში 4 დიდებული წელი გაატარა" - წერს hitc.com-ი.
ვატო არველაძე "კორონას" ფეხბურთელი 2018 წლის ზაფხულში გახდა. პოლონური კლუბის რიგებში 17 მატჩში ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანადა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები