Belive

ვენგერი: "ახალ ცხოვრების წესთან შეგუება რთულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე ისაუბრა. "ეს ყველასთვის ახალი ცხოვრების წესია, რომელსაც უნდა შევეგუოთ. საფრანგეთში ეს ინგლისზე ცოტა ადრე დაიწყო. უნდა დავრჩეთ სახლში და დღეში მაქსიმუმ ათ ადამიანს ვეკონტაქტოთ, რაც არც ისე მარტივია. ჩვენ ვთვლით, რომ ფეხბურთი ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რამ არის, მაგრამ ახლა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს",-თქვა "არსენალის" ყოფილმა თავკაცმა. COVID19 ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა და მსოფლიოს მასშტაბით უკვე 253 ათასზე მეტი ადამიანი დაინდიცირდა, ხოლო 10 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

სხვა სტატიები