Belive

ვენგერი: "იოზილი კომფორტის ზონაშია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი, მესუთ იოზილი ცუდ ფორმაშია. გერმანელი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე თამაშობდა. "მეთოფეების" ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მესუთის პრობლემებზე ისაუბრა: "როდესაც ფეხბურთელს 5 წლით ვყიდულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე კარგი მოთამაშე გვეყოლება. თუმცა, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე დაიხარჯება. შესაძლოა, ფეხბურთელი კომფორტის ზონაში აღმოჩნდეს. იოზილს აქვს კონტრაქტი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მის შესაცვლელად გუნდს მინიმუმ 100 მილიონიანი ტრანსფერი სჭირდება. გრჩება ორი ვარიანტი: გაახანგძლივო იმასთან, ვისაც აღარ გადაუხდი, ან იყიდო ვინმე და მასში ბევრი გადაიხადო," - თქვა ვენგერმა.

სხვა სტატიები