Belive

ვენგერი პრემიერლიგაში ბრუნდება?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერულ კლუბებთან განცდილი მძიმე მარცხების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მაურისიო სარის პოსტი გვარიანად შეირყა. ბრიტანული მედია უკვე სავარაუდო კანდიდატებს განიხილავს, ვინც "არისტოკრატებს" მესაჭეობას გაუწევს. ლონდონის "არსენალისა" და  ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი დევიდ სიმენი ვარაუდობს რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი "არსენალის" ყოფილი თავკაცი არსენ ვენგერი გახდება: "ის ყოველთვის ამბობდა რომ ინგლისში აუცილებლად დაბრუნდება, რადგან მას უყვარს "არსენალი". ის "ჩელსიში" ფანტასტიკური იქნება, რადგან არსენი ყველგან ასეთია, მართალია ის მიიჩნევს რომ "არსენალის" წინააღმდეგ თამაში არასწორია, მაგრამ ვფიქრობ დრო ყველაფრის მკურნალია და ეხლა მის გონებაში მხოლოდ ის ტრიალებს რომ დაბრუნდეს და ხალხს დაუმტიკიცოს რომ ისინი ცდებოდნენ. მიმაჩნია რომ ბოლო წლებში მის მიმართ კრიტიკა გადამეტებული იყო და ის ამას არ იმსახურებდა. მე მინდა რომ ის დაბრუნდეს მაგრამ ამის შანსი მცირეა." შეგახსენებთ რომ მრავალწლიანი  მოღვაწეობის შემდეგ არსენ ვენგერმა "არსენალის" მწვრთნელის პოსტი წინა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

სხვა სტატიები