Belive

ვენგერის ანალიზი: "ბარსელონას კრიზისი აქვს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, "ბარსელონასა" და პრაღის "სლავიას" შორის ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, კატალონიური გრანდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის აზრით, ერნესტო ვალვერდეს გუნდს კრიზისი უდგას. "ბარსელონა" თამაშობს ისე, თითქოს გუნდი კრიზისშია. ფეხბურთელები ძალიან ნელა მოძრაობენ, მათ არ აქვთ დინამიკა. როცა ბურთს კარგავენ, მათ არ შეუძლიათ მეტოქეებს სივრცე შეუზღუდონ. "ბარსელონა" უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან ეს კლუბი ისტორიულად ყოველთვის ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ერთადერთი, ვისაც გუნდის თამაშში განსხვავება შეაქვს, ლიონელ მესია. ასე რომ, "ბარსას" ფეხბურთელები ლეოს აქტიურობაზე არიან დამოკიდებული",-თქვა 68 წლის ვენგერმა. ბოლო 6 წელიწადში პირველად, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები