Belive

ვენგერს მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არსენ ვენგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა. "არსენალში" გატარებული 22 წლიანი კარიერის შემდეგ, 69 წლის ფრანგმა სპეციალისტმა 2018 წელს დატოვა პოსტი, რის შემდეგაც მისი სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს - თუმცა ვენგერი კვლავ უგუნდოდაა. არსენ ვენგერის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის დაკავება ნებისმიერი მენეჯერისათვის საოცნებოა. "ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება ნებისმიერი მენეჯერისათვის საოცნებოა - ყოველ შემთხვევაში მენეჯერისათვის, რომელსაც აქვს გამბედაობა და იდეები. როგორც უკვე გითხარით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვთნა საოცნებოა. მე მაქვს გამბედაობა, სიმამაცე და იდეები", - აღნიშნა არსენ ვენგერმა.

სხვა სტატიები