Belive

ვენსან კომპანიმ ბელგიაში პირველივე მატჩი წააგო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიელი მცველი, ვენსან კომპანი "მანჩესტერ სიტიდან" "ანდერლეხტში" გადაბარგდა და პირველივე მატჩი წააგო. კომპანი ბელგიური კლუბის მოთამაშე მწვრთნელია. მან "სიტი" გასული სეზონის ბოლოს დატოვა. სამშობლოში დაბრუნებულმა კი "ანდერლეხტის" მაისურით პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა. ბელგიის უმაღლეს ლიგაში "ანდერლეხტმა" პირველსავე ტურში საკუთარ მოედანზე "ოსტენდესთან" ითამაშა და 1:2 დამარცხდა. ვენსან კომპანიმ ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში სწორედ "ანდერლეხტმა" გახსნა. თავის გამოჩენა მე-13 წუთზე ვლაპმა შეძლო. მე-19 და 75-ე წუთებზე "ოსტენდეს" ფეხბურთელებმა ორი ბურთი გაიტანეს და პირველი 3 ქულა მოიპოვეს. პირველი ტურის შემდეგ, "ანდერლეხტი" 0 ქულით მე-10 პოზიციაზეა. შემდგომ შეხვედრას კომპანის მომზადებული გუნდი 4 აგვისტოს, სტუმრად "მოუსკრონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები