Belive

ვენსან კომპანის არჩევანი - მიქაუტაძე პრემიერლიგიდან დაქვეითებულ გუნდს დაუკავშირეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებით, ინგლისის პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებული "ბარნლი" ინტერესდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი "მანჩესტერ სიტის" ყოფილი კაპიტანი და ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი, ვენსან კომპანია, რომელმაც 21 წლის ქართველი ფორვარდის თამაში წინა სეზონში, ბელგიის იუპილერ ლიგაში იხილა და მისი დამატებითაა დაინტერესებული. კომპანი 2021/22 წლების სეზონში ბელგიის ჩემპიონატში "ანდერლეხტს" ხელმძღვანელობდა და მესამე პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება მიქაუტაძეს, იგი "სერენის" შემადგენლობაში გამოდიოდა და იქ 9 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. გიორგი მიქაუტაძემ “სერენში” იჯარის წესით ორი სეზონი გაატარა და 57 მატჩში 36 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მნიშვნელოვანია, რომ “სერენი” ბელგიის იუპილერ ლიგაში მისი გოლით დაწინაურდა და მომდევნო წელს პლეი-აუტიდან ქვედა ლიგაში გავარდნასაც სწორედ მიქაუტაძის გოლით გადაურჩა. “მეცში” მიქაუტაძის აქტივს ორი მატჩი მიეკუთვნება, “ლილისა” და “ნიცას” წინააღმდეგ ლიგა 1-ში. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითებული "მეცის" შემადგენლობაში პირველივე შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები