Belive

ვენსან კომპანის გაცილების მატჩის შემადგენლობა ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ყოფილ კაპიტანს, ვენსან კომპანის გაცილების მატჩის თარიღი და შემადგენლობა ცნობილია. ვენსან კომპანის გაცილების შეხვედრა 11 სექტემბერს, "სიტის" საშინაო არენაზე, "ეტიჰადზე" შედგება. ერთმანეთს კი "სიტის" ლეგენდები და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: "სიტის" ლეგენდები: ჯო ჰარტი, შეი გივენი, მიკა რიჩარდსი, პაბლო ზაბალეტა, დედრიკ ბოიატა, რიჩარდ დანი, ჯოლეონ ლესკოტი, ალეკსანდრ კოლაროვი, გაელ კლიში, უეინ ბრიჯი, ნაიჯელ დე იონგი, სამირ ნასრი, შონ ვრაით-ფილიპსი, სტეფენ აირლანდი, დავიდ სილვა, კრეიგ ბელამი, მარიო ბალოტელი, სერხიო აგუერო. პრემირ ლიგის "ოლ სტარი": ედვინ ვან დერ სარი, გარი ნევილი, ფილ ნევილი, ჯონ ო'ში, ვეს ბრაუნი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, მაიკლ კერიკი, სესკ ფაბრეგასი, რაიან გიგზი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ემილ ჰესკი, რობინ ვან პერსი.

სხვა სტატიები