Belive

ვერატის მასტერკლასი ბარსელონას წინააღმდეგ (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასთან" საოცარი გამარჯვების (4:1) შემდეგ, საფეხბურთო სამყარო კილიან მბაპეს პერფომანსსზე საუბრობს. თუმცა, მარკო ვერატის გუშინდელი თამაში აუცილებლად გამოსარჩევია. "პსჟ"-ს ნახევარმცველმა კატალონიელებთან ისტორიულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 28 წლის იტალიელი ნახევარმცველი მოედნის ყველა წერტილში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გარდა ამისა, მბაპეს პირველი გოლის დროს ასისტი სწორედ ვერატიმ, ულამაზესი გადაცემით მიითვალა.

"მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა. მარკო არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის წაკითხვის ძალიან კარგი უნარი აქვს. ის ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ ბურთი შეტევაში გვქონდეს. ვერატის თავდასხმის ფაზაში ზეწოლის გაორმაგება და სიტუაციის გამწვავება შეუძლია," - თქვა მაურისიო პოჩეტინომ თამაშის შემდეგ.

სხვა სტატიები