Belive

ვერნერი: "3:0-ზე დავიჯერეთ რომ რეალი დავამარცხეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩელსის თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა "რეალთან" განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა:
"როდესაც 3-0 გახდა ანგარიში, ჩვენ უკვე დავიჯერეთ, რომ მადრიდის "რეალი" დავამარცხეთ. პირველი მატჩის შემდეგ, თამაშში "ჩელსის" დაბრუნება პატივისცემის ღირსია. ათი წუთი გვჭირდებოდა, რომ სასწაული მოგვეხდინა. ახლა მთელი გუნდი იმედგაცრუებულია, რადგან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ძალიან მოვინდომეთ. პრობლემა ის არის, რომ მცირე შეცდომისთვის დაგვსაჯეს. გოლი მოდრიჩის შესანიშნავი პასის შემდეგ გავუშვით. მსგავსი გადაცემების წინააღმდეგ დაცვა უძლურია," - ამბობს ვერნერი.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში "რეალი" სტუმრად ძირითად დროში 1:3 დაამარცხა, თუმცა დამატებით დროში გატანილი გოლით ბენზემამ "სამეფო კლუბს" შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.

სხვა სტატიები