Belive

ვერნერი ინგლისურ გუნდს მიუახლოვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლაიფციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი "ჩელსის" შეუთანხმდა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ლონდონური კლუბი "ლაიფციგს" ვერნერის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას - 60 მილიონ ევროს გადაუხდის. წყაროს თანახმად, "ლივერპულმა", რომელიც გერმანელის ტრანსფერით იყო დაინტერესებული, ხსენებული თანხის გადახდა არ ისურვა. რაც შეეხება კონტრაქტს, ტიმო ვერნერი "ჩელსისთან" 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მისი ანაზღაურება წლიურად 10 მილიონ ევრო იქნება. 24 წლის გერმანელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 31 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები