Belive

ვერნერმა მანჩესტერისა და ბარსელონას წინადადება ლივერპულის გამო უარყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლაიფციგის" ვარსკვლავი, ტიმო ვერნერი "ლივერპულში" გადასვლის სურვილს გამოთქვავს. ვერნერის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის გერმანელ შემტევს მერსისაიდული გრანდის მაისურის მორგება სურს. ვერნერის მიმართ დაინტერესებას "ლივერპულიც" იჩენს. პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა ვერნერს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ანაზრაურების სახით ვერნერი 8 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც შესაძლოა ბონუსებიც დაემატოს. წყაროს მტკიცებით, მერსისაიდული გრანდი მზადაა ვერნერის გამოსასყიდი თანხა (52 მილიონი ფუნტი) გადაიხადოს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში, ვერნერმა 27 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები