Belive

ვერნიდუბი: ,,ვფიქრობ, მათ მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ხილვა არ სურდათ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კრივბასის" მთავარმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა, ისაუბრა უკრაინის ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა:
,,მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავედით, რაც არის, არის. ეს ფეხბურთია, ეს სპორტია. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭებს გასვლა ძალიან უნდოდათ და კარგი ფეხბურთიც აჩვენეს. წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა მთავარი მწვრთნელის გულში, როცა უელსთან დამარცხდნენ? თამაშით არა, ეს ჩემი დასკვნაა. ვფიქრობ, მათ მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ხილვა არ სურდათ - პენალტები, მსაჯობა... ჩვენი გუნდის მუნდიალზე ხილვის სურვილი არ არსებობდა,'' - განაცხადა ვერნიდუბმა.
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინამ შოტლანდიას მოუგო, გადამწყვეტ მატჩში კი უელსთან 0:1 დამარცხდა. იური ვერნიდუბმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტირასპოლის "შერიფის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

სხვა სტატიები