Belive

ვერტონგენის ოჯახში ყაჩაღები შეიჭრნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ცნობილი გახდა, რომ იან ვერტონგენის ოჯახში, ოთხი ყაჩაღი შეიჭრა. მძარცველები დანებით იყვნენ აღჭურვილები. თავად ვერტონგენი ამ დროს "ტოტენჰემთან" ერთად გერმანიაში გახლდათ. სახლში შეჭრის დროს, ბინაში ფეხბურთელის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. პოლიციის განცხადებით, მძარცველებმა უამრავი ძვირფასეულობა გაიტაცეს სახლიდან. ვერტონგენის ოჯახის წევრები არ დაშავებულან. გამტაცებლები პოლიციის მოსვლამდე მიიმალნენ. გამოიძიება ჯერჯერობით გრძელდება, თუმცა გარკვეული არაფერი არ არის. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, რომ თუ ვინმეს მომხდართან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამართალდამცავებს.
2

სხვა სტატიები