Belive

ვესტ ბრომვიჩი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
22 ივლისს, ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატის (ჩემპიონშიფის) ბოლო, 46-ე ტურის მატჩები გაიმართა. ეს ტური ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან პრემიერ ლიგის საგზურისთვის 3 გუნდი იბრძოდა: "ფულემი"; "ვესტ ბრომვიჩი" და "ბრენტფორდი". ამ 3 გუნდიდან ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გამარჯვება. "ბრენტფორდი" შინ 1:2 დამარცხდა, "ფულემმა" ფრედ 1:1 ითამაშა და "ვესტ ბრომვიჩმა" 2:2. თუმცა ვინაიდან და რადგანაც, ამ ტურამდე მეორე ადგილზე "ვესტ ბრომვიჩი" იყო, მათ აქტივში 1 ქულა ჩაიწერეს და სეზონი 83 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულეს.

სხვა სტატიები