Belive

ვესტ ბრომვიჩის ყოფილმა ფეხბურთელმა 38 წლის ასაკში თავი მოიკლა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვესტ ბრომვიჩის ყოფილმა ფეხბურთელმა, უილიამს მარტინესმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით 38 წლის სპორტსმენმა, რომელიც სამშობლოში, ურუგვაიში იყო დაბრუნებული და თავის კარიერას ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელ "ვილა ტერესაში" აგრძელებდა, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ურუგვაელი ცენტრალური მცველის მიერ თვითმკვლელობის ჩადენის მიზეზი.​

 
View this post on Instagram
 

A post shared by AUF - Selección uruguaya (@aufoficial)

უილიამ მარტინესი კარიერის განმავლობაში ინგლისური გუნდის გარდა, ევროპაში ფრანგული "ვალენსიენის" და ესპანური "სეუტას" მაისურითაც თამაშობდა. 20-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, უილიამს მარტინესს 15 სხვადასხვა კლუბის შემადგნელობაში უთამაშია. მას ეროვნულ გუნდთან ერთად ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული - 2003 წელს. მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ლუის სუარესიც გამოეხმაურა.

სხვა სტატიები