Belive

ვესტ ჰემის 8 ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "ვესტ ჰემის" რვა ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. წყაროს მტკიცებით, ლონდონური კლუბის 8 ფეხბურთელს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. აღნიშნულ ინფორმაციას, "ვესტ ჰემის" ვიცე პრეზიდენტი - კარენ ბრეიდი ავრცელებს. "დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათგანს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. მათ და მათი ოჯახის წევრებს გამოჯანმრთელებასა და კარგად ყოფნას ვუსურვებ", - აღნიშნა კარენ ბრეიდიმ.  

სხვა სტატიები