Belive

ვესტ ჰემმა ცსკა-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "ვესტ ჰემმა" მოსკოვის "ცსკას"-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 23 წლის ნიკოლა ვლასიჩმა "ჩაქუჩებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხორვატი პლეიმეიკერი მოსკოვურ კლუბს 2019 წელს "ევერტონიდან" შეუერთდა. 2017-18 წლების სეზონში, "ევერტონის" მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში ვლასიჩმა 2 გოლის გატანა შეძლო (ორივე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე).
"მოხარული ვართ გაცნობოთ ხორვატი ნიკოლა ვლასიჩის ტრანსფერის შესახებ. 23 წლის ტალანტთან 5-წლიანი გაფორმდა", - აღნიშნულია "ვესტ ჰემის" ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები