Belive

ვეტერანები პსჟ-ს ტოვებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილმა გამოცემა "Sportbible-მა" სოციალურ მედიაში უახლესი ინფორმაცია გაავრცელა. ტიაგო სილვა და ედისონ კავანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებენ. ფეხბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებენ და ნებისმიერ გუნდში შეძლებენ გადასვლას. ამ ყველაფერს კი პარიზელთა სპორტული დირექტორი, ლეონარდო ადასტურებს. პარიზული გრანდის ხელმძღვანელობა ხსენებულ ფეხბურთელებს კონტრაქტს აღარ უხანგრძლივებს. აქედან გამომდინარე სულ მალე კავანი და ტიაგო სილვა ახალი გუნდის მაისურს მოირგებენ. შეგახსენებთ, რომ ედისონ კავანი "პსჟ-ში" 2013 წელს გადავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში მან 300 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 200 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტიაგო სილვას, ბრაზილიელი კლუბს 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა და დღემდე სილვამ 310 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები