Belive

ვეტერანი ფეხბურთელები და სფფ-ს თანამშრომლები აქტივისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისის წინ დაპირისპირებაა - აქტივისტებს ყოფილი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სფფ-ს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტების სურვილი იყო, რომ მათ ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნი "ცხოველების ფერმა" შეეტანათ, რაც ერთგვარი პროტესტი იყო იმაზე, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა სტადიონიდან უპრობლემოდ უყურეს.

TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ დაიწყო დაპირისპირება - განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სფფ-ს თანამშრომელი, ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინდიდენტის მონაწილეებს "პროვოკატორები" უწოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით მუჯირმა. მისი შეფასებით, ფედერაციის წინ პროვოკატორთა ჯგუფმა არეულობის მოწყობა სცადა: "ძალიან სამწუხაროა, რომ პროვოკატორები არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ. ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავინ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს", - განაცხადა მან.

სხვა სტატიები