Belive

ვეტერანი ფეხბურთელები რომლებიც კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ (ფოტოები)

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საფეხბურთო და ზოგადად სპორტული პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ფორმის შენარჩნება არცთუ ისე მარტივია. კარიერის დასრულების შემდეგ ბევრ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს წონის პრობლემა ექმნება. საკმაოდ იშვიათია ფეხბურთელები, რომლებიც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ იმ კარგ ფორმას ინარჩუნებენ და მეტიც, უკეთეს ფორმაშიც კი არიან ხოლმე. გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ.

#1 კლარენს ზეედორფი

main-qimg-aa9fd5808a7ad47fd21915cbdf2e400f

კარიერა დაასრულა - 37 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი - 44 წლის

სიმართლე გითხრათ, არ არსებობს გზა, რითიც კლარენს ზეედორფი ამ სიაში ვერ მოხვდებოდა. ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, არამხოლოდ ბევრ გულშემატკივარზე უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია, არამედ მოქმედ პროფესიონალ ფეხბურთელებსაც გაუწევდა კონკურენციას.

#2 პეპ გვარდიოლა

კარიერა დაასრულა - 35 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი - 49 წლის

ვერ უარვყოფთ, რომ ესპანელი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდა თითქმის მაშინვე, როგორც კი საფეხბურთო კარიერას მორჩა, მაგრამ ის ახლაც ისე გამოიყურება თითქოს სიტის ნახევარდაცვას მოედანზეც უპრობლემოდ ჩაუდგება სათავეში.

#3 კარლეს პუიოლი

კარიერა დაასრულა - 36 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი - 41 წლის

ნებისმიერი გუნდი, ვისაც დაცვის ცენტრში ლიდერი სჭირდება ვერაფერს გააკეთებს იმაზე უკეთესს, ვიდრე ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი მცველის მოედანზე დაბრუნებაში დარწმუნებაა.

#4 ტიერი ანრი

კარიერა დაასრულა - 37 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი - 42 წლის

ყველამ ვიცით, რომ ტიერი ანრი ახლაც ისე გამოიყურება და ჩნდება შეგრძნება, რომ თითქოს მას კვლავ შეუძლია გუნდს ულიდეროს. მან იმუშავა ბელგიის ნაკრებში ედენ აზართან და რომელუ ლუკაკუსთან, გახლდათ მონაკოს მწვრთნელი და ახლა კი “მონრეალ იმპაქტშია”. ეჭვი არ გვეპარება იმაში რომ ის ვარჯიშებზე ზოგ ფეხბურთელზე უკეთესად გამოიყურება.

#5 დევიდ ბექჰემი

კარიერა დაასრულა - 38 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი - 44 წლის

"მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების ექს ფეხბურთელი წლების მანძილზე ბევრს შრომობდა კლუბისა და ნაკრებისათვის. როგორც ჩანს ამ ფრონტზე ბევრი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მას მუშაობა "ინტერ მაიამიში" მოედნის გარეთ მოუწევს.

#6 ედგარ დავიდსი

კარიერა დაასრულა - 41 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი - 47 წლის 

ჰოლანდიელმა რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის 1998 წლის ლეგენდებისა და ფიფას 1998 წლის ლეგენდების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამ მატჩს ისე მიუდგა, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მან თავისი ენერგიული ასპარეზობით თავი ყველას დაამახსოვრა. მისი ფიზიკური მონაცემები ამ დღის შემდეგ დიდად არ შეცვლილა.

#7 ზე რობერტო

კარიერა დაასრულა: 41 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი: 44 წლის

ბრაზილიელს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, რომელიც 2017 წელს დაასრულა, როდესაც უკვე 40 წელს იყო გადაცდენილი. ისე ჩანს, რომ მისი ვეტერანობის ადრეულ სტადიაზე იგი კიდევ უფრო უკეთეს სპორტულ ფორმაში ჩადგა, ისეთში რომ მას ვერ გაარჩევთ იმ ნახევარმცველისგან ვინც "რეალის", "ბაიერნისა" და ბრაზილიის ნაკრების რიგებს იცავდა.

#8 რიო ფერდინანდი

კარიერა დაასრულა: 36 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი: 41 წლის

უბრალოდ შეამოწმეთ ფერდინანდის ინსტაგრამი, და დარწმუნდებით რომ ის თქვენზე უკეთეს ფორმაშია.

#9 ჯეიმი კარაგერი

კარიერა დაასრულა: 35 წლის ასაკში

ახლადნელი ასაკი: 42 წლის

მართალია ის ბოლო დროს ექსპერტად გვევლინება, მაგრამ კვლავაც შესანიშნავად გამოიყურება. არ გაგიკვირდეთ რომ მოვალეობის შესრულებისას, ის მოედნის გასწვრივ გაეკიდოს თავდამსხმელს, ან თუნდაც გარი ნევილს - დებატების პროცესში.

#10 კაფუ

კარიერა დაასრულა: 37 წლის ასაკში

ახლანდელი ასაკი: 49 წლის

მან კარიერის მთელი ნაწილი მარჯვენა ფლანგის დასაპყრობად სირბილში გაატარა და არც ახლაა სიურპრიზი, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მეტიც ხანდახან კაფუ პლაჟის ფეხბურთსაც თამაშობს ხოლმე.

სხვა სტატიები