Belive

ვიდეოკრებული, რომელიც ასახავს თუ როგორ "აწამებს" ლიონელ მესი სერხიო რამოსს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უცხოური მედიაგამოცემა SportBible ლიონელ მესისა და სერხიო რამოსის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ "აწამებს" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ესპანელ მცველს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერხიო რამოსს მადრიდის "რეალში" ბრწყინვალე აქვს, რადგან მან საკუთარი თავი დაიმკვიდრა, როგორც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველი. სერხიო რამოსის "ელ კლასიკოები" ერთმნიშვნელოვნად გაართულა ლეო მესის არსებობამ. აღნიშნულს ერთ-ერთი ვიდეოკრებული ნათლად ადასტურებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს ვიდეო აჩვენებს, იმას თუ რა სირთულე გამოიარა რამოსმა ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელის წინააღმდეგ, 2005 წლიდან 2019 წლამდე. "ეს არის სერხიო რამოსის 13-წუთიანი დაცინვა და დამცირება", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი

რამოსმა თავის მხრივ უარყო მესი, როგორც მისი ყველაზე რთული ოპონენტი და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდინიოს, წინააღმდეგ თამაში უფრო რთული მოვალეობა იყო. "ბლანკოსის" კაპიტანმა განმარტა: "რონალდინიო საუკეთესო შემთხვევაში პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო, როგორც ფორვარდი ან თუნდაც გამთამაშებელი".  თავის მხრივ მესიმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სერხიო რამოსი მისთვის არასოდეს ყოფილა ყველაზე რთული ოპონენტი. "რამოსი ჩემთვის ურთულესი ოპონენტი არასოდეს ყოფილა. ზოგადად მცველების მიერ ჩემი მეურვეობა არ მაწუხებს - წინასწარ ვიცი, რომ მატჩები საკმაოდ მძიმე იქნება და ვარიაბელური მიმდინარეობა ექნება. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე რთული ოპონენტი ვინც მყოლია პაბლო მაფეოა", - ამბობს ლეო მესი.

სხვა სტატიები