Belive

ვიდიჩი: "იუნაიტედს ლივერპულზე უკეთესი დაცვა ჰყავს."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, ნემანია ვიდიჩი წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა ინგლისელთა ღირსებას. სერბი წლების განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. მოგეხსენებათ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში "წითელი ეშმაკები" დიდებულად ათამაშდნენ. თუმცა, "იუნაიტედის" დაცვაში მაინც ჩნდება გარკვეული კითხვები. მიუხედავად ამისა, ნემანია ვიდიჩი მანჩესტერელთა დაცვის ხაზიდან ვან დაიკითაც კი არ გამოცვლიდა არცერთ ფეხბურთელს. "ვფიქრობ, რომ ჯონსი ბოლო თამაშებში კარგად თამაშობს, კრის სმოლინგი და ერიკ ბაილიც ძლიერი მცველები არიან. "იუნაიტედს" ჰყავს 4 სოლიდური მცველი და სწორი თამაშით შეუძლიათ, რომ თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. საბოლოო ჯამში, ისინი ცუდადაც რომ თამაშობდნენ, მათ "ჩელსისა" და "ლივერპულის" არცერთი ფეხბურთელითაც კი არ გამოვცვლიდი, მათ შორის - ვან დაიკით," - განაცხადა ვიდიჩმა.

სხვა სტატიები