Belive

ვიდიჩი: "სოლსკიაერი მანჩესტერისთვის უკეთესია, ვიდრე სხვა დიდი მწვრთნელები"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა გუნდის მწვრთნელზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე  ისაუბრა. სერბმა მცველმა აღნიშნა, რომ ნორვეგიელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" ბევრ სახელოვან მწვრთნელზე უკეთესია და მან აუცილებლად უნდა განაგრძოს გუნდში მუშაობა. ვიდიჩის თქმით, სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" კრეატივი და გუნდურობა შეემატა.
"სოლსკიაერი ლუის ვან გაალსა და ჟოზე მოურინიოზე უკეთესი იქნება გუნდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო ჩემთვის ბოლო 40 წელიწადში საუკეთესო მწვრთნელია, სოლსკიაერი გუნდისთვის უკეთესია. ეს ის არის, რაც გუნდს ახლა სჭირდება. რაც მთავარია, მან გუნდს მოუტანა შედეგი და კრეატივი. არ ვიცი ეს როგორ შეძლო, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი უკეთესია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის ბევრ სახელოვან მწვრთნელზე წარმატებული იქნება. ის გუნდში უნდა დარჩეს" - განაცხადა ვიდიჩმა.

სხვა სტატიები