ვიდიჩი თუ ვან დაიკი? – ფერდინანდმა უკეთსი აირჩია

პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა მისი პოზიციის ორ გამირჩეულ მოთამაშეს შორის არჩევანი გააკეთა. რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დაიკს ნემანია ვიდიჩი ამჯობინა.

“ოჰ, კარგი შეკითხვაა. მე ხმას ვიდიჩს ვაძლევ. ის ჩემი პატრნიორი იყო, მე კი მისი. ჩვენ ერთმანეთს ვაზღვევდით.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მომწონს ვირჯილი. ის დღეს მსოფლიოში საუკეთესო მცველია. რასაც ის აკეთებს, ჩვენს დროში ძალიან დიდი იშვიათობაა”,-თქვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ.

ფერდინანდის და ვიდიჩის დუეტი “წითელ ეშმაკებში” 2006-14 წლებში თამაშობდა და ერთად ხუთჯერ პრემიერლიგა, სამჯერ ინგლისის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

(19)

ვიდიჩი თუ ვან დაიკი? – ფერდინანდმა უკეთსი აირჩია

სტატიის ავტორი
-