Belive

ვილაშ-ბოაში: "მწვრთნელად კიდევ მხოლოდ 4 წელი ვიმუშავებ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"Მარსელის" მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში უცნაური განცხადებებითა თუ საქციელებით თავის კოლეგებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. რამდენიმე წლის წინ, "პორტუს", "ჩელსის" და "ტოტენჰემის" ყოფილმა დამრიგებელმა თქვა, რომ სამწვრთნელო საქმისთვის თავის დანებებას აპირებდა და საკუთარი შესაძლებლობების ავტო-რბოლაში გამოცდა სურდა. ამჯერად, 42 წლის სპეციალისტმა თავის მომავალთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. "Ჩემი სამწვრთნელო კარიერა კიდევ ოთხ წელიწადს გაგრძელდება. "მარსელში" მომავალ წლამდე დავრჩები, შემდეგ კი შეიძლება უფრო ეგზოტიკური გამოცდილება მივიღო და ბრაზილიას ან იაპონიას მივაშურო, აი მერე კი უკვე ახალი გამოწვევების დრო დადგება", - თქვა პორტუგალიელმა. ვილაშ-ბოაში "მარსელში" წინა წელს ორწლიანი კარიერული პაუზის შემდეგ დაინიშნა. საფრანგეთის ჩემპიონატის დახურულად გამოცხადების შემდეგ, მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდა. ვილაშ-ბოაშის ყველაზე წარმატებული პერიოდი "დრაკონებს" უკავშირდება, სადაც მან პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები