Belive

ვილაშ-ბოაშმა მარსელის მწვრთნელის პოზიცია უცნაური მიზეზის გამო დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

43 წლის პორტუგალიელმა თავკაცმა - ანდრე ვილაშ ბოაშმა, "მარსელი" უცნაური მიზეზის გამო დატოვა. მან კლუბის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანდრე ვილაშ ბოაშმა "მარსელი" იმის გამო დატოვა, რომ კლუბმა განახორციელა ტრანსფერი, რომელიც მის სურვილებში არ ჯდებოდა. "მარსელმა" "სელტიკიდან" 24 წლის ნახევარმცველი, ოლივიერ ნტშამი გაიფორმა. ოლივიერ ნტშამი "სელტიკში" 2017 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 87 მატჩში გოლით თავი 13-ჯერ გამოიჩინა. მას ასევე საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები