Belive

ვილი კაბალიერომ კეპაზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კეპა არიზაბალაგასა და მაურისიო სარის შორის მომხდარი ინციდენტი უკვე რამდენიმე დღეა საფეხბურთო სამყაროს მთავარი თემაა. ამ ამბავში მთავარ მოქმედ პირებში აუცილებლად ვილი კაბალიეროც უნდა დავაყენოთ, სწორედ ის უნდა ჩამდგარიყო "ჩელსის" კარში კეპას რომ მინდვრის დატოვებაზე პროტესტი არ განეცხადებინა. თუმცა ვილი შემდეგ მატჩში რომელიც პრემიერლიგის ეგიდით "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გაიმართა სარიმ ძირითად შემადგენლობაში  ათამაშა. კაბალიერომ ესპანელი თანაგუნდელის შესახებ Mirror-თან შემდეგი კომენტარი გააკეთა: "როდესაც მწვრთნელმა "ტოტენჰემთან" მატჩისათვის შემადგენლობა გამოაცხადა, გამიხარდა, რადგან თამაშის შანსი მომეცა. მე ვუთხარი კეპას : განაგრძე მუშაობა, ვიცი ეს გადაწყვეტილება შენთვის რთულია მაგრამ მუდმივად წინ უნდა იარო. მანაც იგივე მითხრა და ზოგადად, ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. ჩვენ მატჩის წინ გახურებისასაც ვამხნევებდით ერთმანეთს, რადგან ორივე ამ გუნდის მეკარეები ვართ და ჩვენს შორის სრული ჰარმონიაა" შეგახსენებთ რომ პრემიერლიგის გასული ტურის მატჩში ლონდონურ დერბიში "ჩელსიმ შინ "ტოტენჰემს" 2:0 სძლია.  

სხვა სტატიები