Belive

ვილი სანიოლი: "ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა " 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ჯვაროსნებმა" მეტოქე - 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩი შეაფასა.
"ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ რიცხვობრივი უპირატესობით გვეთამაშა. პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. შეიძლება საქმე დაღლილობას ეხებოდა, რადგან დამღლელი სეზონი ახლახანს დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ამაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, ეს ესპანეთთან მატჩში ერთად დავამტკიცეთ. თუ გვინდა მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შანსები გვქონდეს, ამაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. მე არ ვფიქრობ, რომ რუმინეთი სუსტი იყო, მათ კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში. მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, ბევრ მომენტში ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. თუმცა, ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. დღეს სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა.  რუმინეთს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც ძლიერ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ წარმატებებს ვუსურვებ ინგლისთან! ჩემი გადმოსახედიდან, მათ კარგი მატჩი ჩაატარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თამაშით ბევრ გუნდს პრობლემებს შეუქმნიან", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები