Belive

ვილი სანიოლი: "დიდი დანაკლისი გვქონდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ეროვნულ გუნდთან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 0:1 წააგო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა.
"ვიცით, რომ ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, სადაც ბევრი კარგი გუნდია. მიუხედავადა ამისა, გვსირს არ ვიყოთ აუტსაიდერები და უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ. შეტევის ხაზში ძალიან ბევრი დანაკლისი გვქონდა: კვარაცხელია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი და სხვები. როცა ზოგიერთი ფეხბურთელი არ გყავს, განსხვავებას აუცილებლად გრძნობ. მიუხედავად ამისა, ჩვენს თამაშს გამართლება არ აქვს. პირველი 20 წუთი ძალიან დაბალი ტემპით ვითამაშეთ. დღეს ვნახეთ, დიდი განსხვავება ჩვენსა და კოსოვოს შორის. კოსოვოს ფეხბურთელები უკეთეს რიტმში თამაშობდნენ, ეს მთავარი პრობლემა იყო. ეს არ იყოს ის შედეგი, რომელსაც დღეს ველოდით. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, საფეხბურთო ცხოვრება ასეთია. მინდა კოსოვოს გამარჯვება მივულოცო.  ამ მატჩს ფეხბურთელებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ და შევეცდებით ესპანეთთან შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ და უკეთესად ვითამაშოთ.  შენგელია ბოლო 3 თვის განმავლობაში სამჯერ, 15 წუთით ითამაშა, ოქრიაშვილმა ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა და ბოლო თვეებში მხოლოდ 6 წუთი ითამაშა. არ არის მარტივი, უარი თქვა მსგავსი ფეხბურთელების გამოძახებაზე. რა თქმა უნდა, თუ ოქრიაშვილი და შენგელია 100%-ით მზად იქნებიან, ჩვენ მათი ნაკრებში ხილვის შესაძლებლობა გვექნება", - თქვა ჯვაროსნების ფრანგმა თავკაცმა.
ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-15 წუთზე გავიდა, ბურთი საკუთარ კარში დავით ხოჭოლავამ ჩაჭრა. შემდეგ შეხვედრას ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, ქალაქ ბადახოსში გამართავს.

სხვა სტატიები