Belive

ვილი სანიოლი: "სექტემბერზე უკეთეს კონდიციებში ვართ, საბერძნეთთან გამარჯვებისთვის ვითამაშებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ბათუმი არენაზე პრესკონფერენცია გამართა და საბერძნეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"დღეს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა და პირველ რიგში მინდა ყველა ქართველს მივუსამძიმრო. საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენ 2004 წლის ევროპის ჩემპიონებზე ვსაუბრობთ. მათი ბევრი ფეხბურთელი დიდ კლუბებში თამაშობს. თუმცა, ჩვენ მარტში ვნახეთ, რომ თუ დისციპლინის და კონცენტრაციის 100%-ს გამოვავლნეთ, მაშინ ამ გუნდთან წარმატების მიღწევა შეეძლება. ვფიქრობ, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. საბერძნეთში გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვფიქრობ, ისეთივე მატჩი გვექნება, როგორიც სალონიკში გამოვიდა. ბოლო დღეებში ვნახე, რომ გუნდი ბევრად უფრო კარგ კონდიციებშია, ვიდრე ეს სექტემბერში იყო. თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაშინ გამარჯვებას მოვახერხებთ. ჯაბა კანკავას ხვალ მეასე მატჩი ელის. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან ბევრს ნიშნავს, არამხოლოდ მისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ბედნიერებაა, რომ მას კარიერის ერთ-ერთ მთავარ მატჩში ვუხელმძღვანელო. იმედია, ხვალინდელი მატჩი მისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის დაუვიწყარი იქნება. ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას ერთად თამაშზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სოციალირ ქსელში, გულშემატკივრებთან ვკონტაქტობ და მათ დიდი მოლოდინი აქვთ. ჩაკვე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალატნია, მას რთული წლები ჰქონდა და სასიხარულოა, რომ ფორმაში შედის, ხოლო კვარაცხელიამ ამ ათ თვეში მაჩვენა, თუ რა როლი აქვს მას საქართველოს ნაკრების თამაშში.  სამ დღეში ორი საერთაშორისო მატჩი გვაქვს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მთავარია, რომ იდეალური ბალანსი ვიპოვო. სამწვრთნელო გუნდში იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც გუნდისთვის ყველაზე სწორი იქნება. ვფიქრობ, რომ ნიჭიერ ფეხბურთელებს, ერთად თამაში ყოველთვის კარგად შეუძლიათ, მწვრთნელის როლი კი სწორი გადაწყვეტილებების მიღებააა", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე სტადიონის ტევადობის 33% მაყურებელი დაიშვება, ყველა ბილეთი უკვე გაუყიდულია.

სხვა სტატიები