Belive

ვილი სანიოლი: "ხვალ შვედეთთან პირველი მატჩისგან განსხვავებულად ვითამაშებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფსრენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"ივნისში, სექტემბერსა და ოქტომბერში, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ. როცა, მთავარი მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში ახალ ფეხბურთელებს ცდის, ეს ნორმალურია. ახალი თაობა მოდის და თუ მათ შანსს არ მისცემ, მათი პერსპექტივა არ გეცოდინება. ვთვლი, რომ სანაკრებო დონეზე, აუცილებელია ახალი მოთამაშეების გამოცდა, რათა მათ სათამაშო ხარისხი აიმაღლონ. სექტემბერი, ძალიან ცუდი თვე გამოდგა, განსაკუთრებით კოსოვოსთან მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებში პენალტი გავუშვით, ოქტომბერი უფრო დადებითი იყო. ატმოსფერო ბევრად ჯანსაღი და კარგი იყო, რაშიც კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან დაგვეხმარა. აქვე შეგახსენებთ იმას, რომ სექტემბერში ბევრი საკადრო პრობლემა გვქონდა, განაცხადი კი აუცილებლად უნდა შეივოსოს, ახალი ფეხბურთელების გამოძახებაც მეტწილად ამის დამსახურება იყო. შვედეთის წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ. 1:0 არ იყო ის ანგარიში, რომელიც თამაშის ხარისხს ასახავდა  რადგანაც ორივე გუნდს გატანის ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა. შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, 7 თვე გავიდა და ხვალ სულ სხვა თამაში იქნება. ვფიქრობ მოტივაცია, დისციპლომა და ტაქტიკური მომზადება იგივე იქნება, იმედია ეს ყველაფერი უკეთ თამაშში დაგვეხმარება.  თბილისიდან ბათუმში მატარებლით წამოსვლის გადაწყვეტილება, ფეხბურთელებმა კარგად მიიღეს, ყველა მათგანი ბედნიერი იყო და საკმაოდ პოზიტიური მგზავრობა გამოგვივიდა. ვფიქრობ, ზოგჯერ უკეთესია, მგზავრობაში მეტი დრო დახარჯო, რათა საუბრის და ერთმანეთთან განვლილ და მოახლოებულ მატჩებზე სასაუბროდ მეტი დრო გვექნებოდა. მამარდაშვილს, სექტემბრის შემდეგ თავის გუნდში არ უთამაშია და მას შემდეგ ორი თვე გავიდა. ის ახალგაზრდა მეკარეა, მაგრამ მისი ტალანტის მქონე ფეხბურთელებმა განვითარებისთვის ყოველ ტურში უნდა ითამაშონ. ამჟამად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის 21-წლამდე ნაკრებს ინგლისის წინააღმდეგ დახმარებოდა. შვედეთთან პირველი მატჩის შემდეგ 7 თვე გავიდა და ბევრი რამ, ხვალ მოედანზე სხვაგვარად იქნება. თუ ჩემი მცველები უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებენ, ვიდრე ნახევარმცველები ან შემტევები, ეს გასაგებია, რადგან, დაცვის სწორი თამაშის გარეშე, გამართულად შეტევას ვერ განვავითარებთ. შვედი თავდამსხმელები ჩვენი მცველებისთვის ცხოვრების გართულებას შეეცდებიან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. კაშო და სხვა მცველები ამ საქმისთვის კარგად ემზადებიან", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში, 11 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები