Belive

ვილი სანიოლი: "ხვიჩას ცუდი ფორმის მიუხედავად ვენდობოდით და მან ეს ნდობა გაამართლა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი B ჯგუფში დაგროვილი 7 ქულით და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილით დაასრულა. ბოლო შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრების წინაღმდეგ, ბათუმში ჩაატარა და 2:0 გამარჯვებით დაასრულა. მატჩის შემდეგ, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერეცნია გამართა და როგორც უშუალოდ შეხვედრა, ისე მთლიანად დასრულებული საკვალიფიკაციო პერიოდი შეაფასა.
"ზურაბ ხიზანიშვილთან კომუნიკაციას ტექნიკური საშუალებებით ჩვენ მატჩის წინ ვგეგმავდით, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო. რაც შეეხება მის ყურსასმენებს, ეს უბრალოდ იმის გამო იყო, რომ ზურას საოპერო მუსიკა უყვარს და მატჩის დროს უსმენდა. ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში არ იყო. მაგრამ ჩვენ მას სრულ ნდობას ვუცხადებდით და დღეს მან ეს ნდობა გაამართლა. მის პოტენციურ ტრანსფერზე საუბრისგან თავის შეკავება ჯობია. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა ნელ-ნელა იღლებოდა და 78-ე, 79-ე წუთზე მის შეცვლას ვაპირებდით, ეს პირველი გოლის შემდეგ იყო, თუმცა მან დუბლი შეასრულა. ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა
საქართველოს ნაკრების მხრიდან დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა. შემდეგ, თანაც წლის ბოლო და ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთის წინაღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები